მთავარი
ჩემი UG
ვებმეილი
ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლა
მოგესალმებით!
 
ყველას, ვინც უკვე სწავლობთ ჩვენთან ან ჩაბარებას და სწავლას აპირებთ.
 
ჩვენი სკოლა გთავაზობთ საუკეთესო საშუალებას დაეუფლოდ თქვენს მიერ არჩეულ პროფესიას, გაიღრმავოთ ცოდნა და საუკეთესოდ გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, თქვენი სიტყვა თქვათ არჩეულ მიმართულებაში, დაეუფლოდ წარმატებული კარიერის ასაწყობად საჭირო ცოდნას და უნარებს.
 
ამისთვის ჩვენთან შექმნილია ყველა ხელშემწყობი პირობა:
  •  კეთილმოწყობილი და სათანადო ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები;
  •  ბიბლიოთეკა, უახლესი, თანამედროვე ლიტერატურითა და ელექტრონული ბიბლიოთეკით;
  •  მუდმივად ხელმისაწვდომი ინტერნეტი და, რაც მთავარია,
  •  ენთუზიაზმით აღსავსე, საუკეთესო პროფესურა, დაკომპლექტებული წამყვანი მეცნიერებითა და როგორც ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო მოხელეებით, ასევე ცნობილი ფირმების, საწარმოებისა თუ საფინანსო ინსტიტუტების მოქმედი ან ყოფილი ხელმძღვანელებით.
სასწავლო პროგრამები და კურსები შედგენილია დასავლური სტანდარტებისა და ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. ყველა სტუდენტი, სპეციალობის მიხედვით, გადის სტაჟირებას შესაბამის კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციაში. თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების სწავლება, და პრაქტიკული უნარების განვითარება სუ-ის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის სკოლის სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
ამგვარად, სუ-ის, ეკონომიკის, ბიზნესის და მართვის სკოლაში საუკეთესო გარემოა შექმნილი, რათა ჩვენთან გატარებული წლები თქვენს ცხოვრებაში მაქსიმალურად ნაყოფიერ, სათანადო ცოდნის მომცემ და, საერთოდ, საუკეთესო პერიოდად იქცეს. წლებად, რომლებიც მნიშვნელოვანწილად  განსაზღვრავენ თქვენს მომავალ წარმატებულ კარიერას.
თქვენი ნიჭიერება და შრომის უნარი, ჩვენს თავდაუზოგავ ძალისხმევასთან ერთად ყოველგვარი მიზნის მიღწევის საწინდარია.
 
გისურვებთ წარმატებებს !
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 13.03.2010
best tracker