SHARE ON


თამარ ლობჯანიძე
სკოლის დირექტორი

IVკორპუსი, ოთახი: 221
2 51 21 21; 2 55 22 22
E-mail: t.lobjanidze@ug.edu.ge

სკოლის მისიაა:

მოამზადოს ჯანდაცვის სექტორის მაღალკვალიფიციური პროფესიონალები,  აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, მოსახლეობის ჯანდაცვითი საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ, გლობალურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო კონკურენტულ სივრცეში დასამკვიდრებლად; განავითაროს მტკიცებულებებზე  დაფუძნებული მიდგომები მუდმივად ცვალებად გარემოში. უზრუნველყოს თავისუფალი და ხელსაყრელი გარემო პროფესიული ცხოვრების მანძილზე უწყეტი განათლების, კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების დაცვის, განსხვავებული უნარების ადამიანების ადვოკატირებისა და ინტერკულტურული პატივისცემის მზაობის ჩამოსაყალიბებლად.

ხედვა

ხედვა ითვალისწინებს სურვილს, გახდეს ქვეყანასა და რეგიონში მოწინავე სკოლა, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის სწავლებისა და სწავლის, კვლევისა და სოციალური ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.  

მიზნები:

  • სკოლის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა და აკადემიური ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესება საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და ინტეგრაციის გაზრდის გზით; ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესება ეროვნული და საერთაშორისო საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამისად.
  • სკოლის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქტიულობის ზრდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, სკოლის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურებით, საზოგადოებისა და ჯანდაცვის სექტორის ინტერესების გათვალისწინებით.
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეროვნული და გლობალური საზოგადოების ინტერესებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას, ტრადიციების დაცვას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. სკოლის სასწავლო პროგრამებში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობის ზრდა, სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო სექტორებთან თანამშრომლობა, რაც კურსდამთავრებულების წარმატებით დასაქმების  საფუძველია.   
  • საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობის განვითარების გზით.
  • სკოლის ოპერაციული სისტემების განვითარება ადამიანური, ფიზიკური, ტექნიკური და ტექნოლოგიური რესურსების გაძლიერების, ანგარიშგებისა და ანგარიშვალდებულების სისტემის გაუმჯობესების გზით.

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლამ საქართველოს უნივერსიტეტში 2005 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმაღლესმა სკოლამ, რომელიც დღეს, გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებისა, ახორციელებს საექთნო საქმის, სტომატოლოგიის, მედიცინის, ფარმაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის აკადემიური სწავლებების პროგრამებს  უმაღლესი განათლების შესაბამის საბაკლავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. სკოლის ფორმირებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო დონის ჯანმრთელობის დაცვის ექსპერტებმა და მეცნიერებმა. სასწავლო პროგრამები შემუშავებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, აშშ-ს სკრენტონის, ცენტრალური ფლორიდის, ნორთ-ვესტის, ნორვეგიის ჩრდილოეთ არქტიკის/ტრომსოს და სხვა უნივერსიტეტებთან ერთად. თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სწავლების მეთოდებითა და ლიტერატურით, ადამიანური რესურსებით, სამეცნიერო კვლვებზე პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ორიენტაციით  სკოლას ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკვავია საქართველოში.  აღსანიშნავია, რომ იგი ინტეგრირებულია საერთაშორისო პროფესიულ ასოციაციებში (AUPHA, EUPHA, AMEE, AMSE, ADEE, FINE, ISOP, ESPC),  საერთაშორისო პროგრამებსა და სამეცნიერო ინსტიტუციებში (ERASMUS და სხვა). სკოლას აქვს ინგლისურენოვანი ონლაინ და ბეჭდვითი სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი “Caucasus Journal of Health Sciences and Public Health”.

სკოლა აქტიურად ატარებს უწყვეტი განათლების მიმართულებით სემინარებს, სასერთიფიკატო კურსებს, საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებს.

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ინფრასტრუქტურას სულ ახლახანს შეემატა თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკა „UG დენტი“. სკოლაში ასევე ფუნქციონირებს კლინიკა „რეავიტაUG“ და „ჯანმრთელობის კვლევებისა და ტექნოლოგიების სამეცნიერო ინსტიტუტი“.  აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები „UG საერთაშორისო ჰოსპიტლისა“ და  „UG წყალტუბოს სარეაბილიტაციო კლინიკის“ მიმართულებით. 

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა მზარდი და უმაღლესი განათლების თანამედროვე მოთხოვნებზე აგებული ჯანდაცვის სკოლაა.

 







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი