„საქართველოს უნივერსიტეტი“

ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

სარეზიდენტო პროგრამა

შესავალი

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ფარგლებში სარეზიდენტო პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტებისათვის, მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც  ჩააბარეს დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა.

რეზიდენტურაში ჩარიცხვა ხორციელდება ყოველწლიურად სარეზიდენტო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. პროგრამის წარმატებით დაძლევის წინაპირობას წარმოადგენს დიპლომამდელი სამედიცინო განათლების ეტაპზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები.

მედიცინის სხვადასხვა სპეციალობაში დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების სახელმწიფო აკრედიტებული პროგრამებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მზადების ხელშეწყობა ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება.

სარეზიდენტო პროგრამის ზოგადი მიზნები:

  • პროფესიული განვითარება: რეზიდენტები ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან საჭირო ცოდნით, უნარებითა და კომპეტენციებით
  • ინტენსიური სწავლება: უზრუნველყოფილი იყვნენ ( დილის კონფერენციებზე დასწრება, კონფერნეციებზე, ვორქშოფებზე აქტიური მონაწილეობა, კლინიკური ქეისების წარდგენა) გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები
  • უნარების გაღრმავება: რეზიდენტების კლინიკური, პრაქტიკული და სპეციფიკური კომპეტენციების განვითარება და დახვეწა (კონკრეტული მიმართულებით) რაც მათ საშუალებას მისცემს უზრუნველყონ პაციენტის ოპტიმალური მოვლა.
  • პროგრესული და სისტემატური განვითარება: მრავალფეროვანი, პროგრესული და სისტემატური სასწავლო-პრაქტიკული გარემოს შეთავაზება, რაც საშუალებას იძლევა თანდათანობით დაეუფლონ კომპლექსურ სამედიცინო პროცედურებსა და პრაქტიკას.

რეზიდენტურის პროგრამის ზოგადი ამოცანები:

  • თეორიული ცოდნის გამოყენება: რეზიდენტებს უნდა შეეძლოთ დიპლომამდელი განათლების დროს მიღებული თეორიული ცოდნის ინტეგრირება და გამოყენება რეალურ კლინიკურ შემთხვევებში.
  • კლინიკური ცოდნა: რეზიდენტებმა უნდა გამოამჟღავნონ ცოდნა პაციენტის შეფასებაში, დიაგნოსტიკაში, მკურნალობის დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს პაციენტის ოპტიმალურ გამოსავალს.
  • კომპეტენციების განვითარება: რეზიდენტურის დასრულებისთვის რეზიდენტებმა უნდა აითვისონ სპეციფიკური კომპეტენციები, რომლებიც აუცილებელია მათი არჩეული სპეციალობის დაუფლებისათვის.
  • კვლევა და უწყვეტი სწავლა: აუცილებელია რეზიდენტების ჩართულობა სამედიცინო/სამეცნიერო კვლევებში, ასევე უწყვეტი სამედიცინო და პროფესიული განათლების მიმართულებით, რათა ხელი შეეწყოს მათ კარიერულ წინსვლას.
  • უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობა: მნიშვნელოვანია რეზიდენტების ხელშეწყობა ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებთან ერთობლივი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის, საკუთარი მიღწევების წარდგენისათვის საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.
  • ეთიკური და პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვა: მნიშვნელოვანია რეზიდენტების ცოდნის ამაღლება მედიცინის ეთიკური ასპექტების გაძლიერების კუთხით.
  • ადაპტირება: საჭიროა რეზიდენტების მომზადება სწრაფად განვითარებად სამედიცინო სფეროსთან ადაპტაციის და პრობლემის გადაჭრის მოქნილობის უზრუნველყოფის მიზნით.
  • კომუნიკაცია: რეზიდენტების კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება, რათა უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია პაციენტებთან, პაციენტის ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან.

საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის  რეზიდენტურის პროგრამა „დერმატო-ვენეროლოგია“ აკრედიტებულია ეროვნული აკრედიტაციის კომისიის მიერ და ასევე, ადაპტირებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების (Yeditepe, Istinye, Medipol) რეზიდენტურის შესაბამის პროგრამებთან.

სარეზიდენტო პროგრამის დებულება

“საქართველოს უნივერსიტეტი“-ს ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის სარეზიდენტო პროგრამა

ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების მიღების მიზნით კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა 170 ქულა ან მეტი და აქვს მაძიებლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: ა) აკრედიტირებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულ დიპლომირებულ მედიკოსს, რომელმაც დადგენილი წესის მიხედვით ჩააბარა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მიიღო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა; ბ) სერტიფიცირებულ ექიმ-სპეციალისტს, რომელსაც სურს მოიპოვოს ახალ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება; გ) პირს, რომელსაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ და მისი დიპლომი აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი - ელზა ნიკოლეიშვილი

Responsive image
მედიცინის დოქტორი MD. PhD. 13 წლიანი გამოცდილებით პედიატრიაში. საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში 2014-2019 წლებში იყო ფარმაციის დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი. 2021 წლიდან არის პროფესორი, რეზიდენტურის მიმართულების ხელმძღვანელი, ამასთანავე, ფარმაციის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. სალექციო კურსები აქვს ფარმაკოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიის, ფარმაცევტული ზრუნვისა და კლინიკური ფარმაციის მიმართულებით. წლების განმავლობაში ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაპატენტებული აქვს ნაშრომები სამედიცინო (ჯანდაცვითი) განათლებაში. ამჟამინდელი მისი სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერესი ფოკუსირებულია საქართველოში, პაციენტზე ორიენტირებული ფარმაცევტული ზრუნვის პარადიგმის დანერგვის, კლინიკური ფარმაციისა და ფარმაკოზედამხედველობის განვითარებისკენ. პროფესორი ელზა ნიკოლეიშვილი აქტიურდ არის ჩართული სამეცნიერო კვლევებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, ჰყავს დოქტორანტები, რომლებიც მუშაობენ პირის ღრუს ჯანმრთელობის, პირველადი ჯანდაცვის, ჯანდაცვითი განათლების და სხვ. მიმართულებით; იგი აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიულ ტრენინგებში. თავად არის მოკლევადიანი უწყვეტი საგანმანათლებლო კურსების ავტორი. ამჟამად, მუშაობს მედიცინის სადოქტორო პროგრამის შექმნისა და აკრედიტაციის კუთხით. არის ოცზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

სარეზიდენტო პროგრამის სუპერვაიზერი - ცოტნე დადიანი (იხილეთ CV)

Responsive image

სარეზიდენტო პროგრამები

  • "დერმატო-ვენეროლოგია"

პროგრამის ხელმძღვანელი - ნატო დურგლიშვილი

Responsive image
საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, კანვენი ,,შპს კანისა და ვენ სნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრ“-ში ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, დოქტორი - დერმატოვენეროლოგიაში. აქვს ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული განვითარების, სტუდენტებთან და რეზიდენტებთან თეორიული და პრაქტიკული მუშაობის, ტრეინინგების ჩატარების და შექმნის გამოცდილება.

პროგრამის რეზიდენტები

სოფიო საფარიძე (იხილეთ CV)

Responsive image

მარიამ მერკვილაძე

Responsive image

სარეზიდენტო პროგრამა ,,დერმატო-ვენეროლოგიაში” განკუთვნილია უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტისათვის, მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც აქვთ სურვილი გახდნენ ექიმი-დერმატო-ვენეროლოგები.

სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობა მოიცავს 3 წელს (33 თვე). ჩვენი მთავარი მიზანია რეზიდენტურის სწავლების განმავლობაში რეზიდენტმა გამოიმუშაოს  როგორც კლინიკური, ასევე ინტერვენციული კომპეტენციები. გამოიმუშავოს ექიმის უნარ-ჩვევები, პაციენტს გაუწიოს სათანადო/საჭირო დახმარება, რაშიც ხელს შეუწყობენ მაღალკვალიფიციური სამედიცინო ბაზები და პროფესიონალი მოდულის ხელმძღვანელები.

დერმატო-ვენეროლოგია კლინიკები და მოდულები

ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N77ა, I კორპუსი, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

საკონტაქტო პირები:

  • ელზა ნიკოლეიშვილი მობ: 591006037
  • ცოტნე დადიანი მობ: 555331222

E mail:

  • ts.dadiani@ug.edu.ge
  • e.nikoleishvili@ug.edu.ge

განაცხადის ფორმა









ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი