საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლისა და ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ანალიტიკის ცენტრ ,,კონტაქტის" ორგანიზებით 19 დეკემბერს გაიმართება დიმიტრი უზნაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია.
კონფერენციის მიზანია დიმიტრი უზნაძის კვლევითი ტრადიციების გაცოცხლება და მისი გათვალისწინებით თანამედროვე კვლევის პერსპექტივების, ფუნდამენტური და გამოყენებითი ღირებულების წარმოჩენა.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც, პროფესორ-მასწავლებლებს, ასევე, საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გამოგვიგზავნოთ ნაშრომები 14 დეკემბრამდე.
ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ფორმატი: Microcoft Office Word.
შრიფტი: Sylfaen 11;
სტრიქონებს შორის დაშორება: 1.5;
სიტყვათა რაოდენობა: არაუმეტეს 10 000 მდე;
თემის სტრუქტურის ნიმუში:
1. თავფურცელი;
2. საკვლევი პრობლემა,
3. ლიტერატურის მიმოხილვა;
4. საკვლევი კითხვა/კითხვები;
5. ჰიპოთეზა/ჰიპოთეზები;
6. კვლევის მეთოდოლოგია;
7. კვლევის ძირითადი მიგნებები;
8. დასკვნა;
9. გამოყენებული ლიტერატურა.
ყველა ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს თემის ხელმძღვანელის რეკომენდაცია