შენი აზრი მნიშვნელოვანია
ერთად ვქმნით უკეთეს საუნივერსიტეტო გარემოს
საქართველოს უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორია სტუდენტების, ლექტორებისა და უნივერსიტეტის სხვა მომხმარებლების ყოველდღიური გამოცდილება.
თუ შენიშნე საკითხი, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს, ან გაქვს იდეა, რომელიც სასწავლო პროცესს, მომსახურებასა თუ საუნივერსიტეტო გარემოს უკეთესს გახდის, გაგვიზიარე.
შენი უკუკავშირი გვეხმარება, დავინახოთ ის საკითხები, რომლებიც ყოველდღიურობაში შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს და უკეთ დავგეგმოთ ცვლილებები და გაუმჯობესების ღონისძიებები.
რაზე შეგიძლია მოგვწერო?
მიღებული უკუკავშირი გამოიყენება მომსახურებისა და საუნივერსიტეტო გარემოს გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვისას.