საქართველოს უნივერსიტეტი საპატიო დოქტორის წოდებას ანიჭებს ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოების განვითარებაში, ცოდნის გავრცელებასა და ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.
ეს წოდება უნივერსიტეტის განსაკუთრებული აღიარებაა - იმ ადამიანების მიმართ, რომელთა საქმიანობა სცდება ერთი პროფესიისა თუ სფეროს ფარგლებს და ქმნის ღირებულებას საზოგადოებისთვის.
საქართველოს უნივერსიტეტისთვის საპატიო დოქტორები იმ ადამიანთა მაგალითებია, რომლებმაც ცოდნით, შრომით, პროფესიული მიღწევებითა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს საკუთარ სფეროში და საზოგადოებაში.
ყოველწლიურად უნივერსიტეტი საპატიო დოქტორის წოდებით პატივს მიაგებს გამორჩეულ პიროვნებებს და ამ გზით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ღირებულებებს, რომლებიც მის აკადემიურ საზოგადოებას აერთიანებს - თავისუფლებას, ჰუმანურობასა და სრულყოფილებისკენ სწრაფვას.
წლების განმავლობაში საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამორჩეულ ადამიანებს, რომელთა საქმიანობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოების განვითარებას უკავშირდება.