სამეცნიერო სემინარის ფარგლებში წარმოდგენილი იყო საერთაშორისო კვლევების ასოციაციის (ISA) 66-ე ყოველწლიურ კონვენციაზე წარდგენილი კვლევის შედეგები, რომელიც ეხებოდა ახალგაზრდებში ულტრამემარჯვენე იდეების გავრცელებასა და შესაბამის კვლევით მიგნებებს. განხილული იყო ასევე საერთაშორისო გამოცდილება კვლევის მეთოდების სწავლების მიმართულებით და კონფერენციის ფარგლებში გამართული აკადემიური დისკუსიების ძირითადი შედეგები.