სამშაბათს, 11 ნოემბერს, გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ანალიტიკის ცენტრ „კონტაქტი“-ის საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა სტუდენტებთან, რომლის მიზანი იყო ,,კონტაქტის” მიერ წარსულში განხორციელებული საქმიანობების, მიმდინარე აქტივობებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ფსიქოლოგი სტუდენტებისთვის „კონტაქტისა“ და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ „Medens Health Georgia“-ს თანამშრომლობით განხორცილებულ პროფესიული ტრენინგების ციკლს, რომელიც ჯგუფური ფსიქოთერაპიის ფორმატში წარიმართა.
აღნიშნული ციკლის მთავარ ამოცანებს წარმოადგენდა:
სტუდენტთა მენტალურ ჯანმრთედლობასა და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე ზრუნვა;
ფსიქოთერაპიული მიდგომების (არტთერაპია, მითოდრამა, გეშტალტთერაპია) გაცნობა და პრაქტიკაში გამოყენება.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ფსიქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა. ღონისძიება იყო თბილი და შთამაგონებელი.
ფსიქოლოგთა მომავალ თაობას შეხვედრამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა პროფესიული განვითარებისა და განათლების მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ჩვენი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.