9 ივლისს, 17:00 საათზე, ზუგდიდის ამერიკულ კუთხეში საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება შემეცნებითი შეხვედრა თემაზე - „AI, ახალი ტექნოლოგიები და მომავლის პროფესიები“.
შეხვედრა განკუთვნილია უფროსკლასელებისთვის, აბიტურიენტებისთვის და ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ ცვლის ტექნოლოგია სამყაროს და რა უნარებია საჭირო წარმატებისთვის სწრაფად ცვალებად პროფესიულ გარემოში.
ღონისძიების მთავარი სპიკერი იქნება საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიების მიმართულებით ნანა დიხამინჯია, რომელიც მონაწილეებს გააცნობს ხელოვნური ინტელექტის განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ შეცვალა AI-მ ცოდნის მიღების, დამუშავებისა და გაზიარების კონცეფცია. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ შესაძლებლობებსაც, რომელსაც დღეს ტექნოლოგიური განათლება ქმნის და როგორ პასუხობს ამ გამოწვევებს საქართველოს უნივერსიტეტის ტექნოლოგიური და საინჟინრო პროგრამები.
შეხვედრის განსაკუთრებული სტუმარი იქნება მიხეილ წიკლაური, Apple-ის ტექნოლოგიური ლიდი, რომელიც აუდიტორიას გაუზიარებს სილიკონის ველში მიღებულ გამოცდილებას, ისაუბრებს მსოფლიო ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაზე, ინოვაციების კულტურასა და იმ გზებზე, რომლებიც იდეებს გლობალურ შესაძლებლობებად აქცევს.
შეხვედრა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, უკეთ გაიაზრონ მომავლის პროფესიები, გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიურ ტრენდებს და მიიღონ პრაქტიკული ხედვა იმ სამყაროზე, სადაც ინოვაცია და ცოდნა წარმატების მთავარი საფუძველია.
მონაწილეობისთვის, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/mecku9xNvzbvfoca7
დრო: 9 ივლისი, 16:00
ადგილი: ზუგდიდის ამერიკული კუთხე, მერაბ კოსტავას ქუჩა N58