საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს თეზისების მიღებას, რიგით მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო, მომავალი“ კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 22-23 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში.
კონფერენციის მიზანია საქართველოსა და კავკასიის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე განვითარების საკითხების მრავალმხრივი და ინტერდისციპლინური განხილვა.
საორგანიზაციო კომიტეტი იწვევს მკვლევრებს, მეცნიერებსა და დოქტორანტებს მონაწილეობა მიიღონ კონფერენციაში შემდეგი მიმართულებებით:
- ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია;
- ეთნოლოგია, ანთროპოლოგია;
- ფილოლოგია;
- კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა;
- სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია;
- დიგიტალური ქართველოლოგია;
- ეკონომიკა, ბიზნესი, სამართალი;
- საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:
- განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა – 2026 წლის 22 მაისი;
- განაცხადზე პასუხი – არაუგვიანეს 206 წლის 12 ივნისისა;
- სარეგისტრაციო გადასახადის დაფარვის ბოლო ვადაა – 2026 წლის 28 აგვისტო.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური;
- კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს;
- მოხსენება აუცილებელია შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე;
- თეზისები (300-400 სიტყვა) წარმოდგენილი იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
- დისტანციური (Online) რეჟიმი გათვალისწინებულია უცხოელი მონაწილეებისთვის;
- კონფერენციის რეგისტრაციის საფასური: 70 ლარი, თანაავტორისთავის – 50 ლარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- მოხსენებათა თეზისები განთავსდება კონფერენციის ვებგვერდზე;
- რჩეული მოხსენებების სრული ტექსტი, ორმაგი ანონიმური რეცენზირების შემდეგ, დაიბეჭდება კონფერენციის კრებულში.
გთხოვთ, რეგისტრაციისთვის გამოიყენოთ შემდეგი ბმული: ACGS
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონფერენციის ვებ. გვერდს: https://acgs.ug.edu.ge/ka