საქართველოს უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, Industry Talks პროექტის ფორმატის ფარგლებში, 11 მაისს გაიმართება მორიგი შეხვედრა, ციცი ბოდოკიასთან - არტ დირექტორი და კრეატიული სააგენტო კრაკენის და ამჟამად სილქნეტის არტ დირექტორი.
პროექტი, Industry Talks საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეხვდნენ და გაეცნონ საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიისა და კომუნიკაციების სფეროს წამყვან პროფესიონალებს, სადაც მოწვეული სტუმრები - სტუდენტებს უზიარებენ საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებას, გამოწვევებსა და ინდუსტრიის ტენდენციებს.
პროექტი ხელს უწყობს სტუდენტების პროფესიული ორიენტაციის გაძლიერებას, მიმდინარე ინდუსტრიული მოთხოვნების უკეთ გააზრებას და პროფესიულ ქსელებთან კავშირების ჩამოყალიბებას.
დასწრება თავისუფალია
დრო: 11 მაისი, 19:00 საათი
ადგილი: თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 710 აუდიტორია