5-6 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ეროვნული AI ჰაკათონი გაიმართება. ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილეები საქართველოს კონტექსტსა და რეალურ ბიზნეს გამოწვევებზე მორგებული AI პროდუქტებს შექმნაზე იმუშავებენ.
გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომელთაც პრიზის სახით გადაეცემათ ფულადი ჯილდო პროდუქტის განსავითარებლად, ასევე GAIA-ს დახმარებით შექმნილ პროდუქტს, სამომავლო თანამშრომლობისთვის გააცნობენ ბიზნესებს.
აღსანიშნავია, რომ ჰაკათონის მხარდამჭერები არიან TBC Tech - თიბისი ტექნოლოგიები და საქართველოს უნივერსიტეტი • The University Of Georgia.
ჰაკათონზე რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.aiassociation.ge/ai-hackathon
რეგისტრაცია გრძელდება: 30 ნოემბრის ჩათვლით