საქართველოს უნივერსიტეტის კვანტური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, კვანტური გამოთვლების ასოციაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს სკოლებში კვანტური ტექნოლოგიების კლუბების ქსელს ქმნის.
პროექტი განკუთვნილია უფროსკლასელებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფიზიკა, მათემატიკა, პროგრამირება და მომავლის ტექნოლოგიები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ კვანტური მეცნიერების უახლეს მიღწევებს, იმუშაონ პრაქტიკულ ამოცანებზე, შეხვდნენ ქართველ მეცნიერებს და მოემზადონ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის.
რას ისწავლი და რას მიიღებ?
თითოეულ მონაწილე სკოლაში შეიქმნება უფროსკლასელთა კლუბი, რომლის წევრებიც ყოველკვირეულ ონლაინ შეხვედრებში ჩაერთვებიან. შეხვედრები მოიცავს კვანტური ტექნოლოგიების ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:
პროგრამა დაიწყება საბაზისო საკითხების გაცნობით და ეტაპობრივად გადავა პრაქტიკულ სამუშაოზე - კვანტური გამოთვლების სავარჯიშოებზე, სიმულაციებსა და მცირე პროექტებზე. კლუბის ლიდერი იქნება ერთ-ერთი უფროსკლასელი, რომელიც შეირჩევა ცოდნის, გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით, შევსებული აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე.
ისწავლე მეცნიერებისგან, ვინც ამ სფეროს ქმნის
შეხვედრებს გაუძღვებიან საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერები და საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი მკვლევრები. ისინი მოსწავლეებს გააცნობენ საკუთარ სამეცნიერო , გაუზიარებენ პროფესიულ გამოცდილებას და ჩაატარებენ პრაქტიკულ ვორქშოფებს.
კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, უშუალოდ დაუკავშირდნენ თანამედროვე მეცნიერებას, გაეცნონ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეს და აღმოაჩინონ სამომავლო სასწავლო და კარიერული შესაძლებლობები.
ვის შეუძლია კლუბში გაწევრიანება?
თითოეულ სკოლაში კლუბის ლიდერი შეირჩევა უფროსკლასელთა შორის, ცოდნის, გამოცდილებისა და მოტივაციის გათვალისწინებით. კანდიდატების შერჩევა მოხდება აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე.
შეხვედრებს შორის კლუბის წევრებს შეეძლებათ იმუშაონ მცირე ჯგუფურ პროექტებზე, განიხილონ ახალი თემები და მოემზადონ საერთაშორისო კონკურსებისთვის.
რეგისტრაცია კვანტური ტექნოლოგიების კლუბების ქსელისთვის
შეავსე სააპლიკაციო ფორმა 15 ნოემბრამდე
დამატებითი ინფორმაციისთვის: ugquantum@ug.edu.ge