30 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, კვანტური ტექნოლოგიების კონფერენცია 2026 გაიმართება.კვანტური ტექნოლოგიების კონფერენცია წარმოადგენს აკადემიურ სამეცნიერო ფორუმს, რომელიც პირველად ტარდება საქართველოში და ეძღვნება კვანტური ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე კვლევებს.
ღონისძიება აერთიანებს მკვლევრებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, დოქტორანტებსა და სტუდენტებს, რომლებიც მუშაობენ კვანტური ფიზიკისა და კვანტური ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებით.
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება უახლესი სამეცნიერო მიღწევები ისეთ სფეროებში, როგორიცაა კვანტური გამოთვლები, კვანტური ალგორითმები, კვანტური კომუნიკაცია, კვანტური სენსორიკა, კვანტური მასალები და სხვა დაკავშირებული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მიმდინარე კვლევების პრეზენტაციას, სამეცნიერო დისკუსიასა და ახალი იდეების გენერირებას.
კონფერენციაზე მოხსენების წარდგენის მსურველებმა, გთხოვთ მითითებულ ბმულზე აბსტრაქტები წარადგინოთ 1 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით:
მნიშვნელოვანი ვადები:
დრო: 30 მაისი, 09:00 -18:00 საათი
ადგილი: თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 საკონფერენციო დარბაზი