ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

TOLES - სამართლებრივი ინგლისურის სასერტიფიკატო კურსი

27 August 2026
საქართველოს უნივერსიტეტის, TOLES-ის სამართლებრივი ინგლისური ენის საერთაშორისო ავტორიზებული ცენტრი აცხადებს მიღებას სამართლებრივი ინგლისურის Foundation, Higher და Advance სასერტიფიკატო კურსებზე. 
TOLES-ის სერტიფიკატი, მსოფლიოში ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი ინგლისურის ენის ცოდნის დამადასტურებელი უვადო სერტიფიკატია. 
TOLES (Test of Legal English Skills) სასერტიფიკატო გამოცდა 2000 წელს შეიქმნა და ერთობლივად ეკუთვნის Cambridge Law Studio Limited-ს და Global Legal English Limited-ს. 
სასერტიფიკატო კურსი მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, სიღრმისეული ცოდნა მიიღონ გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში არსებული თანამედროვე სამართლის პრაქტიკულ ინგლისურში და ლათინური ლექსიკისა და ფრაზების შესაბამისი გრამატიკული ასპექტების შესახებ. 
კურსდამთავრებული შეძლებს ეფექტურად აწარმოოს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც ზეპირად, ისე წერილობით. 
  • Foundation and Higher Level კურსის ხანგრძლივობაა: 10 კვირა (კვირაში 2-ჯერ, თითო შეხვედრა - 1.5 საათი). 
  • Advance Level კურსის ხანგრძლივობაა: 10 კვირა (კვირაში ერთხელ, თითო შეხვედრა - 2.5  საათი). 
  • დაწყების თარიღია: 14 სექტემბერი, 2026 წელი. 
  • სწავლების ტიპი: ონლაინ
  • შეხვედრები და გამოცდა: სწავლება სრულად ონლაინ რეჟიმში წარიმართება. საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური კონსულტაციები, საორიენტაციო შეხვედრები ან შიდა შეფასებები შეიძლება გაიმართოს საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსში (მ. კოსტავას ქ. 77ა).
სასწავლო კურსს უხელმძღვანელებს საქართველის უნივერსიტეტის ლექტორი, TOLES-ის მიერ სერტიფიცირებული, საერთაშორისო ბიზნეს-სამართლის სპეციალისტი - ცირა ჩორგოლიანი, რომელსაც აქვს სამართლებრივი ინგლისურისა და აკადემიური წერა/კვლევის 5+ წლის სწავლების გამოცდილება, როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებთან, აგრეთვე, პრაქტიკოს იურისტებთან. 
 
კურსის საერთო ღირებულებაა: 
• TOLES Foundation (A2/B1) – 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; 
• TOLES Higher (B1/B2) - 650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. 
• TOLES Advance (B2/C1) - 750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში
 შესაძლებელია თანხის გადანაწილება ორ ნაწილად.
 
 აღნიშნული საფასური სრულად ფარავს შემდეგს: 
 • სასწავლო კურსის სილაბუსს; 
• კურსის სასწავლო მასალას; 
• სამართლებრივი ინგლისური ენის დონის სადიაგნოსტიკო გამოცდას (აღნიშნული გამოცდის შედეგითა და კურსის ხელმძღვანელთან გასაუბრებით, თქვენი სურვილის გათვალისწინებით, განისაზღვრება, თუ რომელი დონის მოსამზადებელ ჯგუფში გადანაწილდებით); 
• სასერტიფიკატო გამოცდამდე, ხუთ იმიტირებულ გამოცდას, კურსის დასრულების შემდგომ, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, რომ უკეთ გაეცნოთ საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის სპეციფიკას; 
• TOLES-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდის საფასურს; 
• კურსის დასრულების სერტიფიკატისა და გამოცდის სერტიფიკატის საფასურს (ორივე სერტიფიკატი გაიცემა როგორც მატერიალური, ისე ელ.ვერსიის სახით); 
• საინფორმაციო კონსულტაციას იმ კურსდამთავრებულებთან, რომლებაც უკვე მოიპოვეს TOLES-ის უვადო სერტიფიკატი. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ  CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: toles_info@ug.edu.ge 
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2026  წლის 7 სექტემბერი
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: toles_info@ug.edu.ge ან დაგვირეკეთ: +995 514 01 08 30 
SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი