ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

UG NEXT - სიმულაციური თამაში - საერთაშორისო პოლიტიკა, მედია და სტრატეგიული კომუნიკაცია

5 November 2026

 

როგორ იმოქმედებდი, რომ საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისი მოგეგვარებინა? როგორ აწარმოებდი მოლაპარაკებებს, დაიცავდი საკუთარ პოზიციას და გაუმკლავდებოდი საინფორმაციო მანიპულაციას? შეძლებდი სტრატეგიული კომუნიკაციის გამოყენებით მოვლენების განვითარებაზე გავლენის მოხდენას?

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა უფროსკლასელებს სიმულაციურ თამაშში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ეს არის პრაქტიკული გამოცდილება, რომელშიც საერთაშორისო პოლიტიკა, მედია და სტრატეგიული კომუნიკაცია ერთიანდება, ხოლო მონაწილეები რეალურ პოლიტიკურ და საინფორმაციო პროცესებთან მიახლოებულ გარემოში აღმოჩნდებიან.

თამაშის განმავლობაში თითოეული მონაწილე კონკრეტულ როლს მოირგებს, ჩაერთვება მოლაპარაკებებში, გააანალიზებს ვითარებას, მიიღებს გადაწყვეტილებებს და საკუთარი მოქმედებებით შეეცდება სასურველი შედეგის მიღწევას.

რას გააკეთებ თამაშის ფარგლებში?

  • აწარმოებ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, დაიცავ შენს პოზიციას და შეაფასებ შესაძლო რისკებს;
  • გამოიყენებ სტრატეგიულ კომუნიკაციას საკუთარი მიზნების მისაღწევად და მოვლენებზე გავლენის მოსახდენად;
  • გააანალიზებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, აღმოაჩენ მანიპულაციას და გამოიკვლევ, რა იმალება მოვლენების მიღმა;
  • მიიღებ გადაწყვეტილებებს ცვალებად გარემოში და გამოსცდი კრიტიკული აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარებს.

ეს არ არის მხოლოდ ორდღიანი საგანმანათლებლო აქტივობა. სიმულაციური თამაში შეჯიბრების ფორმატსაც მოიცავს და საუკეთესო მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ზაფხულში საერთო ფინალურ შეხვედრაში გააგრძელონ მონაწილეობა.

ხუთი ქალაქი - ხუთი დამოუკიდებელი გათამაშება

პროექტი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად ხუთ ქალაქში ჩატარდება:

  • თბილისი
  • ქუთაისი
  • თელავი
  • ბათუმი
  • ზუგდიდი

თითოეულ ქალაქში სიმულაციური თამაში დამოუკიდებლად გაიმართება და მასში შესაბამისი რეგიონის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. ყოველი ქალაქის გათამაშების დასრულების შემდეგ გამოვლინდებიან გამარჯვებული მონაწილეები, რომლებიც ზაფხულში საერთო ფინალურ შეხვედრაში ჩაერთვებიან.

რას ნიშნავს ეს მონაწილეებისთვის?

პირველ ეტაპზე მონაწილეობას იღებ შენს ქალაქში დაგეგმილ სიმულაციურ თამაშში. თუ გამარჯვებულებს შორის მოხვდები, ზაფხულში სხვა ქალაქების საუკეთესო მონაწილეებს შეხვდები და საერთო ფინალურ გამოწვევაში ჩაერთვები.

ამრიგად, პროექტი ორ ეტაპს აერთიანებს: ადგილობრივ სიმულაციურ თამაშებს და ხუთი ქალაქის გამარჯვებულების საერთო საზაფხულო ფინალს.

პირველი სიმულაცვია - თბილისი

პროექტის პირველი სიმულაციური თამაში თბილისში გაიმართება.

თარიღი: 18–19 დეკემბერი

ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი

მომდევნო შეხვედრების თარიღები და ადგილები ქალაქების მიხედვით დამატებით გამოცხადდება.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ X, XI და XII კლასის მოსწავლეებს.

მონაწილეობის მსურველმა უნდა: შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა - UGNext

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 25 ნოემბერი.

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი