TOLES Legal English Centre Georgia - საქართველოს უნივერსიტეტი
TOLES (Test of Legal English Skills) არის იურისტებისა და სამართლის სტუდენტებისთვის გაერთიანებულ სამეფოში შექმნილი საერთაშორისო სერტიფიცირების სისტემა, რომელიც ორიენტირებულია პროფესიულ იურიდიულ ინგლისურზე. პროგრამა ავითარებს სამართლებრივი ტერმინოლოგიის, ხელშეკრულებების ენის, იურიდიული დოკუმენტების კითხვისა და შედგენის, პროფესიული კორესპონდენციისა და სამართლებრივი აზრის ინგლისურად ზუსტად გადმოცემის უნარებს. საქართველოს უნივერსიტეტში TOLES Legal English Centre Georgia 2015 წელს დაფუძნდა და კავკასიის რეგიონში პირველი საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე TOLES ცენტრი გახდა. ცენტრი სტუდენტებს სთავაზობს Foundation, Higher და Advanced დონეების მომზადებასა და საერთაშორისო გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობას. მიღებული TOLES სერტიფიკატი უვადოა. ყოველ სემესტრში საქართველოს უნივერსიტეტი სამი გამორჩეული სამართლის სტუდენტისთვის სრულად აფინანსებს საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდას.