ანონსები
27 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, გაიმართება საჯარო შეხვედრა-დისკუსია, რომლის ორგანიზატორია არასამთავრობა ორგანიზაციაა „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“. შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციის მკვლევარები არიან: ანი ნადირაშვილი და გოგი ზოიძე, რომლებიც წარმოადგენენ კვლევას საქართველოში სტანდარტიზაციის პროცესის შესახებ.
კვლევაში განხილულია ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით არსებული მიღწევები და გამოწვები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით მიღებული სარგებელი. დისკუსია ასევე შეეხება სურსათის, მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროში სტანდარტების შემუშავების დინამიკასა და ზოგად გამოწვევებს.
შეხვედრის მიზანია სტანდარტების განვითარების მნიშვნელობის შესახებ სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება და დისკუსიის წახალისება.
შეხვედრა გაგრძელდება 1 საათი და მასზე დასწრება იქნება თავისუფალი. შეხვედრის ბოლოს დამსწრეებს დაურიგდებათ პუბლიკაცია (ინგლისურ ენაზე).
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს რეფორმების ასოციაცია – „GRASS“ არის მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს საქართველოს საგარეო, ეკონომიკის, საჯარო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროს კვლევასა და მის სიღრმისეულ ანალიზს.
თარიღი: 27.10.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 13:30 სთ