26 მაისის კვირეული — დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ჩატარდა მრავალფეროვანი და მასშტაბური პროექტი — „26 მაისის კვირეული“, რომელმაც 23 და 24 მაისს ორდღიანი საინტერესო პროგრამა გააერთიანა.
კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:
23 მაისი:
12:00 — ფოტო გამოფენა (519 ოთახი).
14:00 - 17:00 — თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის „პირველი რესპუბლიკა“ ჩვენება და დისკუსია (519 ოთახი).
16:00 - 16:20 — Coffee Break.
18:00 - 19:00 — საერთაშორისო პოლიტიკის დისკუსიისა და ანალიტიკის კლუბის გახსნა (519 ოთახი).
24 მაისი:
12:00 — ფოტო გამოფენა მეშვიდე სართულზე.
13:00 - 15:00 — პროექტი „ინტელექტი და დებატი“ (710 ოთახი).
15:00 - 16:00 — Coffee Break.
16:00 - 18:00 — პროექტის მეორე ფაზა.
18:00 - 19:00 — ფინალი და დაჯილდოება.
ორდღიანმა კვირეულმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, უფრო ღრმად გაცნობოდნენ ქვეყნის ისტორიას, ჩართულიყვნენ საინტერესო დისკუსიებში და გამოევლინათ თავიანთი ინტელექტუალური უნარები.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 23-24 მაისი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.