11 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების და ხელოვნური ინტელექტის (AI) ჰაკათონი გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს AI-ზე დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტების აღმოჩენისა და განვითარებისთვის ინოვაციური პლატფორმის შექმნას.
ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი კიბერუსაფრთხოების პროდუქტები და პროტოტიპები. პირველ ეტაპზე გუნდებმა საკუთარი ინსტრუმენტების იდეა, ფუნქციონალი და მათი მნიშვნელობა აღწერეს, ხოლო შემდეგ ეტაპზე პროექტები ჟიურის წინაშე წარადგინეს.
გამარჯვებული გუნდი „Heimdall“ გახდა. გუნდის წევრებს: ვანო მამფორიას და მათე ბლიაძეს უნივერსიტეტის სახელით სპეციალური პრიზები გადაეცათ.
პროექტებს აფასებდა 5-წევრიანი ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სულხან სულხანიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები და დარგის სპეციალისტები - გიორგი პირველი, დავით ბიტმალკიშევი, ნიკა კაცია და კომპანია Silk Cloud-ის წარმომადგენელი - ლაშა ჩაბაშვილი.
ჰაკათონის პარტნიორი იყო Silk Cloud - ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ორგანიზაციებს ღრუბლოვან და კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სერვისებს სთავაზობს.