საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი - ანა ხურციძე მონაწილეობდა სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის (International Association of Law Schools ILAS) მეოცე საიუბილეო კონფერენციაში, რომელიც წელს ტაილანდში, ქალაქ ბანგკოკში გაიმართა.
ანა ხურციძის მოხსენება ეხებოდა ტექნოლოგიების სამართლის შესწავლას იურისტის პროფესიული ეთიკის ჭრილში.
კონფერენციაში მონაწილეობდა 100 დელეგატი მსოფლიოს 75 წამყვანი უნივერსიტეტების სამართლის სკოლებიდან.
კონფერენციის მიღმა გაიმართა IALS გენერალური ასამბლეა და წევრების ყოველწლიური ფორუმი.
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა წლებია IALS-ის წევრია და ამ პლატფორმის მეშვეობით მნიშვნელოვნად ზრდის საერთაშოროსო თანამშრომლობების რიცხვს.