ექსკურსია ძამას ხეობაში
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა შემეცნებით-გასვლითი ტური საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ და ისტორიულ მხარეში — ძამას ხეობაში.
მოგზაურობის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს ხეობის გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, დატკბნენ ულამაზესი ბუნებით და გაატარეს აქტიური, შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე ღია ცის ქვეშ. ტურმა სტუდენტებს საშუალება მისცა, გასცნობოდნენ კუთხის ისტორიას, განტვირთულიყვნენ სასწავლო პროცესისგან და შეექმნათ საერთო მოგონებები.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 3 ივნისი.
ადგილი: ძამას ხეობა.