4 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა McDonald’s Georgia-ს წარმომადგენელთან, სადაც, ნათია კელაპტრიშვილმა (რეკრუტინგის კოორდინატორი, ადამიანური რესურსების დეპარტამენტი,McDonald’s Georgia) სტუდენტებთან ისაუბრა კომპანიის სამუშო სპეციფიკისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ.
შეხვედრაზე განიხილეს:
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში, უშუალოდ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ლიკა ბერაშვილმა (არქიტექტურის პროგრამის სტუდენტი) და ქეთო გოგოლაძემ (ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის სტუდენტი) სტუდენტებს საკუთარი გამოცდილების შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია, როგორც McDonald’s Georgia -ს გუნდის წევრებმა. "არსებითად მნიშვნელოვანია რომ სტუდენტებისთვის სამუშაო გრაფიკი ხშირად ვერ არის საკმარისად მოქნილი და ეს შეთავაზება, უბრალოდ ერთგვარი დაპირებაა რაც ვერ ხორციელდება, რასაც ვერ ვიტყოდით McDonald’s Georgia-ზე, რადგან სწორედ ამ შესაძლებლობას ვიღებთ აქტიურად, რაც საშუალებას მაძლევს სამუშაო გრაფიკი, ანაზღაურება და სხვა ყველა საბონუსე სისტემა ჩემს სასწავლო გრაფიკს მოვარგო. სწორედ ამიტომ, პირადი გამოცდილებით, ვფიქრობ ძალიან კარგი, სასიამოვნო და საინტერესო დასაწყისია." - გვიზიარებს ლიკა ბერიშვილი
McDonald’s Georgia ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში, რომლის გამოცდილებაც საინტერესო შესაძლებლობას ქმნის, ხოლო მის წარმომადგენელთან შეხვედრა უკეთ წარმოაჩენს იმ საჭიროებებს თუ რას ეძებენ კომპანიები თანამშრომლებში და როგორ იწყება კარიერა დიდ ორგანიზაციაში. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაევლოთ სამსახურის მაძიებელთა გვერდზე რეგისტრაცია შემდგომი თანამშრომლობისთვის.