სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პირველკურსელების შეხვედრა გაიმართება!
ღონისძიებაზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ, ახლოს გაიცნონ სტუდენტურ საქმეთა ცენტრი, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია საუნივერსიტეტო ცხოვრების, პროექტებისა და შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრის ოფიციალური ნაწილის შემდეგ, დღის ბოლოს, პირველკურსელებს ელოდებათ მუსიკალური საღამო, სადაც სპეციალურად მოწვეული ბენდი იზრუნებს მათ განწყობაზე და შექმნის დაუვიწყარ, ენერგიულ ატმოსფეროს.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 25 სექტემბერი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის ვერანდა