Friendship Day — კულტურათა მრავალფეროვნება
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში მასშტაბური და ფერადი ღონისძიება — Friendship Day გაიმართა.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, წარმოეჩინათ საკუთარი კულტურა, ტრადიციები, ეროვნული სამზარეულო და მუსიკა. საუნივერსიტეტო სივრცე ნამდვილ კულტურულ ჰაბად იქცა, სადაც მონაწილეები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას, უახლოვდებოდნენ ინტერნაციონალურ თანაკურსელებს და ქმნიდნენ მეგობრულ, მრავალფეროვან ატმოსფეროს.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 22 მაისი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.