30 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტმა, Factory Tbilisi-ში, კურსდამთავრებულებს უმასპინძლა. დასკვნითი ღონისძიება აერთიანებდა ყველა საფეხურის კურსდამთავრებულს: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე. ღონისძიებაზე მოსულ სტუდენტებს და ადმინისტრაციას კოკა კოლას ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, Factory Tbilisi სხვადასხვა გასართობი და დეკორატიული სივრცეები დახვდათ.
Graduation 2026 აერთიანებდა ათასამდე სტუმარს, კურსდამთავრებულების და მათი ოჯახის წევრების სახით. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, საქართველოს უნივერსიტეტის პრეზიდენტებმა, გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ, ასევე რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ მისალოცი სიტყვით მიმართეს. გამოსაშვებ ცერემონიალზე ქალბატონმა მანანა სანაძემ, საპატიო დოქტორის წოდებით დააჯილდოვა ქალბატონი მანანა თანდაშვილი, რომელიც წელებია გერმანიაში მოღვაწეობს როგორც ქართველი ენათმეცნიერი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი და აწ უკვე ქართველოლოგიის ცენტრის ხელძღვანელი.
გამოსაშვებ ღონისძიებაზე, ტრადიციულად, სამოტივაციო სიტყვით მიმართა სტუმტებს, საპატიო სპიკერმა - გიორგი ყანჩაველმა. აღსანიშნავია, რომ გიორგი ყანჩაველი სწორედ საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, 2009 წლის გამოსაშვებთა სიიდან. ახლა კი მისი კარიერა TBC ბანკის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერობას უკავშირდება. მან კურსდამთავრებულებს მიულოცა უნივერსიტეტის დასრულება და კარიერული წარმატება უსურვა.
ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტმა დაასახელა და დაასაჩუქრა უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები, თითოელი საფეხურიდან, მათ რიგებში იყვნენ:
ბაკალავრი:
ბრეუს იეგორ - ინგლისური ფილოლოგია
ზუხბაია ანნა - ბიზნესის ადმინისტრირება
მაგისტრი:
მეტაქსა ვერიკო - ბიზნესის ადმინისტრირება (ინგ)
ჯირკველიშვილი ნინო - ბიზნესის ადმინისტრირება
კვანტალიანი მარიამი - საერთაშორისო ბიზნეს სამართალი
ხურციძე ელენე - ადამიანური კაპიტალის მართვა და ციფრული ტრანსფორმაცია
დოქტორი:
ყატაშვილი ანა - ბიზნესის ადმინისტრირება
საქართველოს უნივერსიტეტი, კიდევ ერთხელ ულოცავს კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულებას.