საქართველოს საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა, ნანა ხეჩიკაშვილმა, მოიპოვა გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების საერთაშორისო სამართლის (ILGSPD), Erasmus Mundus-ის კონკურენტუნარიანი და პრესტიჟული სტიპენდია, რომელიც მას უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს ერთობლივი, სამმაგი მაგისტრის ხარისხი მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.
ნანა პირველ სემესტრში სწავლას გააგრძელებს გლაზგოს უნივერსიტეტში (University of Glasgow), რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების ტოპ რეიტინგშია და არის პრესტიჟული Russell Group-ის წევრი. მეორე სემესტრში კი, საერთაშორისო მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, ბარსელონას საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში (IBEI) ისწავლის. Რაც შეეხება ბოლო წელს, ის ნიდერლანდებში, საერთაშორისო და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, გაატარებს რედბუდის უნივერსიტეტში (Radboud University), რომელიც გასული საუკუნიდან შეუცვლელი ლიდერია ევროპაში.