ჩასქროლე

და აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


5 November 2018
საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებათა კვლევის ცენტრი-HRRC აცხადებს საგრანტო კონკურსს

საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული ადამიანის უფლებათა კვლევის ცენტრი- HRRC, ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული 2018-ის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.

ადამიანის უფლბების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება. მისი მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეთა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლა.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცების მიზნით, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ პროექტი.

პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 7 000 ლარს

კონკურსში გამარჯვებული პროექტი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

* იდეის ინოვაციურობა;

* თემატიკის აქტუალურობა;

* პროექტის ეფექტურობა და დეფექტიანობა;

* ბენეფიციარი პირების რაოდენობა;

* შედეგის მდგრადობა;

* პროექტის დასრულებისას შედეგის გაზომვადობა.

პროექტი უნდა იყოს მაქსიმუმ 1 წლიანი.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერი საფეხურის სამართლის სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს, რომელსაც პროექტის დამტკიცების პერიოდისთვის აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

იხილეთ შევსებული საგრანტო საპროექტო განაცხადის ფორმა: https://drive.google.com/file/d/1H6JtNHEDn-Z0goMennFoXDmWj9cjUHnz/view?fbclid=IwAR3W9kKU4ImDlQZ6GbiwrIcrSIiVsj7ccXSL5OU3Ezt1jggShKseDgD4fZA 

და გამოაგზავნეთ : ugls@ug.edu.ge

კონკურსში მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 2018 წლის 22 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსის მეოთხე სართულზე ( მისამართი: თბილისი, კოსტავას 77ა).

პროექტის საკონტაქტო პირი- HRRC-ის კორდინატორი- ნიკა ობოლაძე ელ.ფოსტა: n.onboladze@ug.edu.ge

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 3 დეკემბერი.

საგრანტო საკონკურსო კომისიაში შედიან ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

6 დეკემბერს შემოსული განცხადების მიხედვით არჩეული 5 საუკეთესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართება საჯაროდ, საკონკურსო კომისიის და დაინტერესებული პირების წინაშე.

საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება 2018 წლის 10 დეკემბერს, კვირეულის საზეიმო დახურვაზე.

 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი