საინფორმაციო შეხვედრა — „ყველაფერი გაცვლით პროგრამებზე“
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა და ტრენინგი — „ყველაფერი გაცვლით პროგრამებზე“.
ღონისძიების სპიკერები იყვნენ საერთაშორისო სამსახურის უფროსი, გიორგი იმედაშვილი, და მილენა გეორგიადუ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების, პარტნიორი უნივერსიტეტების, დაფინანსების შესაძლებლობებისა და განაცხადის მომზადების ეტაპების შესახებ. სპიკერებმა ამომწურავად უპასუხეს მონაწილეთა ყველა კითხვას.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 15 მაისი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი