|
წამყვან გერმანულ სამართლის ჟურნალში, Kriminalpolitische Zeitschrift (1/2026, გვ. 73), გამოქვეყნდა სტატია საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტისა და კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ, 2025 წლის შემოდგომას, ერთობლივად ჩატარებული კონფერენციის თაობაზე ხელოვნურ ინტელექტსა და სისხლის სამართალთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სტატიის ავტორები ეხებიან ქართულ-გერმანულ ერთობლივ საზაფხულო სკოლასაც, რომელიც ტარდება ყოველწლიურად და სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებს ეხება. https://kripoz.de/Kategorie/ausgabe-1-2026/ აღნიშნული პუბლიკაცია არის ინსტიტუტისა და სამართლის სკოლის მიერ განხორციელებული პროექტების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. |