საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებმა: მადონნა დვალიშვილმა, თამარ ყულუმბეგაშვილმა, ანი აზარიაშვილმა, 2024 წლის იანვარში, უმაღლესი შეფასებით ჩააბარეს TOLES-ის საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი ინგლისური ენის სასერტიფიკატო გამოცდა.
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, როგორც TOLES-ის ერთადერთი აკრედიტებული ცენტრი კავკასიაში, უკვე 5 წელზე მეტია, რაც სამართლის სკოლის სტუდენტებს, სამართლებრივ ინგლისურს TOLES-ის პროგრამით შეასწავლის. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრების სამ სტუდენტს, რომლებიც შიდა კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან ყოველ აკადემიურ სემესტრში, TOLES-ის გამოცდას სრულად უფინანსებს!