ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


26 July 2021
საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია, რომელიც აშშ-ს მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია EPAG -თან ერთობლივ „მენტორობის პროგრამას“ იწყებს.

 

„მენტორობის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს მენტორობას გაუწევენ EPAG-ის წევრები, რომლებმაც განათლება წამყვან, ამერიკულ უნივერსიტეტებში მიიღეს და დღესდღეობით, საკუთარ პროფესიაში წარმატებულად საქმიანობენ. პროგრამის მიზანია, სტუდენტების ხელშეწყობა პროფესიის მიმართ სწორი მოლოდინის ჩამოყალიბებაში, პერსონალური განვითარების გეგმის შემუშავებაში და მომავალი კარიერისთვის უკეთ მომზადებაში.

 

მენტორობის პროგრამა გათვლილია მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სხვადასხვა სასწავლო მიმართულების სტუდენტებისთვის. პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტს ეყოლება ინდივიდუალური მენტორი, რომლის შერჩევა მოხდება სტუდენტის და მენტორის პროფესიონალური ინტერესების გათვალისწინებით. მენტორები იქნებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე წარმატებული სპეციალისტები, რომლებიც ერთი სემესტრის განმავლობაში გაუზიარებენ სტუდენტებს თავიანთ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას.

 

„მენტორობის პროგრამაში“ მონაწილე სტუდენტები შეძლებენ:

  •          გაიზიარონ პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მუშაობა კონკრეტული პროფესიით, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგნენ ისინი და როგორია ყოველდღიური საქმიანობა არჩეულ პროფესიაში;
  •           მიიღონ რჩევები თუ როგორ გაზარდონ პროფესიით დასაქმების შანსები;
  •          გაიგონ თუ რა უნარების განვითარებაა საჭირო მათ კარიერული წინსვლისთვის;
  •           მიიღონ ინფორმაცია სასარგბელო კლასგარეშე ლიტერატურის შესახებ;
  •           გამოიმუშაონ და გაიუმჯობესონ პიროვნული უნარ-ჩვევები;
  •           ჩამოაყალიბონ და გააფართოვონ პროფესიული კონტაქტების წრე;
  •           სწორად მოამზადონ/შეადგინონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გასაუბრებისთვის.

 

პროგრამა აკადემიურ წლის დაწყებასთან ერთად, სექტემბერში დაიწყება. მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია კი, აგვისტოს მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი