Wolters Kluwer N.V. ონლაინ პლატფორმაზე, ნიდერლანდური მრავალეროვნული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და მომსახურებებს ბუღალტრებისთვის, ექიმებისთვის, იურისტებისთვის და სხვა პროფესიონალებისთვის, საქართველოს უნივერსიტეტის სახელითა და ირაკლი სამხარაძის ავტორობით, ( ასოცირებული პროფესორი ევროპის სამართლის მიმართულებით) International Encyclopedia of Laws სერიის ფარგლებში გამოაქვეყნა მონოგრაფია - საქართველოს ენერგეტიკის სამართლის მიმოხილვა, რომელიც დეტალურად განიხილავს ქვეყანაში არსებულ ენერგეტიკულ პოლიტიკას და სახელმწიფოს მზაობას შესაძლო რისკებისა და პოზიტიური ცლილებების ირგვლივ.
აღსანიშნავია, რომ მსგავს საერთაშორისო პლატფორმებზე, საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობა ერთი ორად ზრდის საუნივერსიტეტო, კვლევითი და სამეცნიერო ჩართულობის ხარისხს და რაც მთავარია, ერთგვარ ელჩობას უწევს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე.
მონოგრაფიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: Georgia - IEL Energy Law