სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტი ფეხბურთისა და დიდი ემოციების მოყვარულ სტუდენტებს წლის მთავარ სპორტულ მოვლენაზე ეპატიჟება!
18 დეკემბერს, 19:00 საათზე, ერთად შევიკრიბებით და დიდ ეკრანზე თვალს მივადევნებთ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაძაბულ და ისტორიულ ფინალურ მატჩს. გელოდებათ საფეხბურთო ატმოსფერო, გულშემატკივრობის დაუვიწყარი ემოციები, სამაგიდო თამაშები და წასახემსებელი, რაც საღამოს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. მოდი, მეგობრებთან ერთად გაიზიარე ფეხბურთის ზეიმი და გაიგე, ვინ გახდება მსოფლიოს ახალი ჩემპიონი!
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 18 დეკემბერი, 19:00 საათი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.