Საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით 2025 წლის 5 სექტემბერს ჩატარდა ონლაინ ვორქშოფი – „მედიაცია და ხელოვნური ინტელექტი: იურისტის უნარები ცვალებად სამყაროში.
მონაწილეებმა პრაქტიკული მაგალითის საფუძველზე გაეცნენ ხელოვნური ინტელექტის მედიაციის პროცესში გამოყენების გზებს და განიხილეს ევროკავშირში სამართლებრივი მოწესრიგება, ხელოვნური ინტელექტის შექმნის და გამოყენების შესახებ.
ტრენინგს უძღვებოდა ნატა სტურუა, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, მკვლევარი, ასევე სამართლის ექსპერტი და დავების გადაჭრის სპეციალისტი ავსტრიის IT:U – ინტერდისციპლინარული ტრანსფორმაციის უნივერსიტეტში.