ქართულ-აფხაზური ურთიერთობები
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო-შემეცნებითი ტრენინგი თემაზე — „ქართულ-აფხაზური ურთიერთობები“, რომელსაც პროფესორი და ისტორიკოსი ზურაბ ბრაგვაძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე სპიკერმა დეტალურად მიმოიხილა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიული კონტექსტი, კონფლიქტის წარმოშობის მიზეზები და თანამედროვე გამოწვევები. ტრენინგი ინტერაქციულ ფორმატში potრანისცირდა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები, ჩართულიყვნენ დისკუსიაში და გაენაალიზებინათ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დიალოგის აღდგენის პერსპექტივები.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 13 ივნისი.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი.