ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


4 March 2021
საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლამ CEEMAN IQA საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა ამჟამად ერთადერთია საქართველოში, რომელსაც CEEMAN IQA აკრედიტაცია 6 წლის ვადით მიენიჭა. Ceeman წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციას და მის მიერ გაცემული აკრედიტაცია გულისხმობს, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა აკმაყოფილებს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ხარისხის სტანდარტებს და არის მიმართულებით განათლების წამყვანი პროვაიდერი, რომელიც ძლიერი რეპუტაციით სარგებლობს სტუდენტების პოტენციურ დამსაქმებლებში. აკრედიტაცია ასევე მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა აქტიურად ნერგავს ინოვაციებს და რომ მისი კურსდამთავრებულები ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს, კომპეტენციებსა და ცოდნას, გახდნენ პატივსაცემი ლიდერები ბიზნეს-გარემოს განვითარების მიმართულებით.

”ჩვენთვის CEEMAN IQA კიდევ ერთი უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია სწავლების სრულყოფისაკენ. CEEMAN– ის აკრედიტაცია საშუალებას მისცემს ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლას იყოს საერთაშორისოდ აღიარებული და კონკურენტუნარიანი. კურსდამთავრებულებს ექნებათ საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი, რაც მათ დამატებით შესაძლებლობას აძლევს დასაქმდნენ ევროპის ქვეყნებში. ვამაყობთ, რომ დღესდღეობით საქართველოში ერთადერთი ბიზნესის სკოლა ვართ, რომელიც CEEMAN IQA აკრედიტაციას ფლობს“ - მაია ამაშუკელი, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი.

ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა ქმნის ხელსაყრელ სასწავლო გარემოს სტუდენტებისათვის, აწვდის მათ უახლეს ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას მაღალკვალიფიციურ და კონკურენტუნარიან პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის . UG-BAS მუდმივად ცდილობს საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან. სკოლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ყველაზე ცნობილი პროფესორებისა და პრაქტიკოსების მოზიდვა, პროგრამებისა და სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი