წარმატებით დასრულდა, ინტერდისციპლინური სამეცნიერო პროექტი - Geomaterials as Ancient Time Markers: the Evolution of the Technological Skills in the Potteries of the Kazreti Ortvala Cave Archaeological Site (South Caucasus, Georgia) - რომელიც ითვალისწინებდა კაზრეთის ორთვალა მღვიმის ნეოლითური, ბრინჯაოს ხანისა და შუა საუკუნეების კერამიკული ნაწარმის არქეომეტრულ კვლევებსა და მათ დასამზადებლად საჭირო თიხის ფიზიკურ-ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრას.
პროექტი განხორციელდა Institute on Membrane Technology, National Research Council of Italy (CNR-ITM), Department of Biology, Ecology and Earth Sciences (DiBEST), University of Calabria და Department of Biological, Geological and Environmental Sciences (BIGeA),University of Bologna (Italy) თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგი დავით ბერიკაშვილი.
აღსანიშნავია,რომ კაზრეთის ორთვალა მღვიმის შესწავლა გრძელდება, ამჯერად კვლევები მიმდინარეობს ზოოარქეოლოგიური და პრეისტორიული მასალების ინტერდისციპლინური შესწავლის მიმართულებით. საქართველოს უნივერსიტეტი ამ პროექტის სათავეშია 2018 წლიდან და აქტიურ ადვოკატირებას უწევს ძეგლის სიღრმისეულ კვლევა/შესწავლას.