24-25 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტის Institute of Georgian,German and International Criminal Law-ს მოწვევით, ქართველი სტუდენტებისთვის, კიბერდანაშაულების თემატიკაზე, ტრენინგები ჩაატარა ლიხტენშტაინის უნივერსიტეტის პროფესორმა, კონსტანტინა პაპათანასიომ.
პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის თანამონაწილეობით და სრულიად უფასო იყო მონაწილე სტუდენტებისთვის.