ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


17 September 2019
სიახლე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლაში - ახალი სამაგისტრო პროგრამა ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მიმართულებით

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა გთავაზობთ ახალ სამაგისტრო პროგრამას ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მიმართულებით.

პროგრამა ერთადერთია საქართველოში, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტს ექნება „ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის“ კვალიფიკაცია.  პროგრამის მთავარი მიზანია მოამზადოს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სპეციალისტი, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი და შეძლებს თანამედროვე გამოწვევებზე პასუხის გაცემას ისეთ საკითხებში როგორიცაა: IT ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული დასკვნების გამოტანა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენების უნარი. 

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული შეძლებს ეფექტურად დაგეგმოს თავისი საქმიანობა გრძელვადიან პერსპექტივაშიგაცნობიერებული ექნება ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული სისტემების, ბლოქჩეინ-ტექნოლოგიის რეალური პოტენციალი, ასევე შეეძლება განსაზღვროს თუ რა კიბერშეტევების წინაშე შეიძლება დადგეს ორგანიზაცია და რა იქნება ყველაზე ეფექტური გზა იმისათვის რომ რისკი მაქსიმალურად იქნეს აცილებული. პროგრამა ასევე სტუდენტს მისცემს პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებსაც, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება პროფესიულ საქმიანობაში. 

კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ კვლევით დაწესებულებებში, ბანკებში, სადაზღვევო კომპანიებში, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერები, პროგრამისტები, ქსელის ადმინისტრატორები, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორებიცვლილებების მენეჯერი, კონფიგურაციის მენეჯერი, სერვის მენეჯერი, ბიზნეს ურთიერთობის მენეჯერი, პრობლემების მენეჯერი და ინციდენტების მენეჯერი.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი