ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


7 December 2021
სიმულაციური სწავლება საქართველოს უნივერსიტეტში

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ, უკვე მეორედ უმასპინძლა კრიზისების მართვის სწავლების სიმულაციას, სადაც მაგისტრატურისა და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, წინასწარ გაწერილი სცენარით, მონაწილეობდნენ კრიზისების გამკლავების სწავლებაში.

პროექტი ითვალისწინებდა ერთის მხრივ, სამაგისტრო და დამამთავრებელ კურსზე მყოფი სტუდენტების, ხოლო მეორეს მხრივ, კრიზისებზე რეაგირების თვალსაზრისით რელევანტური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების ერთობლივ ჩართულობას და მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში, ერთი თვის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს სიღრმისეული ცოდნა და გაიღრმავეს კომპეტენცია კრიზისებზე რეაგირების მთელ რიგ მნიშნელოვან თემატურ საკითხებზე.

პროექტის დასასრულს, მონაწილეები შეფასდნენ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე და მათი რიგებიდან შეირჩნენ საუკეთესოები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სხვადასხვა საჩუქრებით (მათ შორის ერთკვირიანი გამგზავრებით ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს ინსტიტუტების გასაცნობად).

სიმულაციური პროექტი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრთან (GSAC), ნატოს საჯარო დიპლომატიის დეპარტამენტისა და საქართველოში პოლონეთის საელჩოს ფინანსური დახმარებით ჩატარდა.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი