ბაბი ცხოვრებაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, Chevening სტიპენდიის გამარჯვებული:
"ჩემი და საქართველოს უნივერსიტეტის ურთიერთობა 2013 წელს დაიწყო და დღეს, ამ გადმოსახედიდან, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. UG-ში მაღალი აკადემიური დონე და ცოცხალი, მუდმივად მზარდი გარემოა, რომელიც პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.
UG-ში სწავლამ მომცა არამხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში. აქვე გავიმარჯვე "Excellent Legal English Presentation Competition"-ზე და სამართლის სკოლის ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულად დავსახელდი.
დღეს კი, Chevening-ის სტიპენდიით ბრიტანეთში, University of York-ში ვაგრძელებ სწავლას. ეს დიდი შრომისა და UG-ის მხარდაჭერის შედეგია.