UG-ის კურსდამთავრებული ტორონტოს უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე $200 000-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა!
საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის პროგრამის კურსდამთავრებული, ბაბი ცხოვრებაშვილი სრული დაფინანსებით, ჯამში $200 000, სწავლას ტორონტოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე აგრძელებს!
ამასთან ერთად, ბაბი გახდა $10 000-იანი Doctoral Recruitment Award-ის მფლობელი - ჯილდოსი, რომელიც გადაეცემათ განსაკუთრებული აკადემიური პოტენციალის მქონე მკვლევრებს ტორონტოს უნივერსიტეტში მათ დასამკვიდრებლად და მხარდასაჭერად.
ტორონტოს უნივერსიტეტი რეიტინგით პირველი უნივერსიტეტია კანადაში, ხოლო კვლევის მიმართულებით მსოფლიოში მე-4 ადგილს იკავებს.
"ჩემთვის ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, ვიმუშაო მსოფლიოს წამყვან მკვლევრებთან, გავიღრმავო ცოდნა და გავაგრძელო იმ საკითხების კვლევა, რომლებიც წლებია მაინტერესებს და რომელთა მიმართაც, როგორც აკადემიური, ისე პროფესიული გამოცდილება დამიგროვდა".
ბაბი ასევე არის დიდი ბრიტანეთის მთავრობის Chevening-ის სტიპენდიის გამარჯვებული და იორკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის - Human Rights Law and Practice წარმატებული კურსდამთავრებული!