სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში წლის ყველაზე ცხელი და ენერგიული ღონისძიება — Summer Fest გაიმართა!
ვერანდაზე მოწყობილ ღია სივრცეში სტუდენტებმა ზაფხულის სეზონის დადგომა დაუვიწყარი წვეულებით აღნიშნეს. საღამოს მუსიკალურ განწყობაზე მოწვეულმა DJ-მ იზრუნა, რამაც სტუდენტებს საშუალება მისცა, განტვირთულიყვნენ, ესიამოვნათ საზაფხულო რითმებით და გაეტარებინათ შთამბეჭდავი დრო მეგობრებთან ერთად.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 29 ივნისი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის ვერანდა