ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


14 March 2024
საზაფხულო სკოლა გერმანიაში

 

კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის ინსტიტუტი და საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო ინსტიტუტი გთავაზობთ საზაფხულო სკოლას გერმანიაში, რომელსაც 2024 წლის 21-28 ივლისს კიოლნის უნივერსიტეტი მეექვსედ უმასპინძლებს.

 

კიოლნის უნივერსიტეტი საუკეთესო გერმანული უნივერსიტეტების ათეულშია და საზაფხულო სკოლის ინგლისურენოვან პროგრამას კიოლნისა და საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები გაუძღვებიან.

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა კიოლნის უნივერსიტეტთან ერთად სრულად აფინანსებს მონაწილის შემდეგ ხარჯებს:

• ლექციები გერმანელი პროფესორების მონაწილეობით

• ორმხრივი ავიაბილეთი

• სასტუმრო საუზმით

• კულტურული პროგრამა

 

მონაწილეს უწევს დამატებითი კვების და შიდა ტრანსპორტირების თვითდაფინანსება (საშუალოდ 10-15 ევრო დღეში).

 

სკოლის მონაწილეების შერჩევა მოხდება 2 ეტაპიანი კონკურსის საფუძველზე:

1) განაცხადების გადარჩევა

2) გასაუბრება (ქართულ და ინგლისურ ენაზე)

 

მონაწილეობის პირობებია:

- საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის III ან IV კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტის აქტიური სტატუსი;

- საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრება;

- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B 2/1 დონეზე.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

- CV (ქართულად ან ინგლისურად)

- სამოტივაციო წერილი, რომელიც უნდა პასუხობდეს კონკრეტულ 2 კითხვას, რატომ გსურთ ამ სკოლის გავლა და რატომ უნდა შეგარჩიოთ თქვენ? (ქართულად ან ინგლისურად)

 

განაცხადები მიიღება 2024 წლის 28 მარტის 23:59 საათამდე, შემდეგ ელ. ფოსტაზე:

institute.criminallaw@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ “გაცვლითი სკოლა გერმანიაში”

ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს PDF ფორმატში.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი