SummerFun 2023
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ზაფხულის სეზონის ყველაზე მასშტაბური და მხიარული ღონისძიება — SummerFun 2023 გაიმართა.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ჩართულიყვნენ სხვადასხვა გასართობ, სპორტულ და შემოქმედებით აქტივობებში, განტვირთულიყვნენ სასწავლო წლის დასრულების შემდეგ და გაეტარებინათ დაუვიწყარი დრო მეგობრებთან ერთად. ღონისძიებამ ღია ცის ქვეშ, განსაკუთრებულად პოზიტიურ და ენერგიულ ატმოსფეროში ჩაიარა და სტუდენტებს ზაფხულის შთამბეჭდავი მოგონებები აჩუქა.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 7 ივლისი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის ეზო