24–25 აპრილს, საქართველოს უნივერსიტეტის სასცენო ხელოვნების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით, სპექტაკლ „ინტერვალის“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი, რომელიც UG სკოლაში, UG თეატრის დარბაზში დაიდგა, გვიყვება ადამიანებზე, რომლებიც ერთი შეხედვით ერთმანეთის გვერდით არიან, მაგრამ სინამდვილეში ერთმანეთისგან ძალიან შორს დგანან.
პიესის ავტორი და რეჟისორი - საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი, ლინდა დავითაძე
აღსანიშნავია,რომ თეატრალურ დადგმაში მონაწილეობას საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, UG სკოლის მოსწავლეც იღებდა:
ფოტოგრაფი: მარიამ ჯუღელი - UG ფოტოგრაფიის სტუდენტური კლუბის ხელმძღვანელი
სპექტაკლ "ინტერვალის" შემდეგი წარმოდგენა UG სკოლის, UG თეატრის სცენაზე 2 და 3 მაისს, 19:00 საათზე შედგება.