20 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, პროფესიული ორიენტაციის ტურის ფარგლებში, კერძო სკოლა "მოძღვარის" მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები იმყოფებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტისგან ორგანიზებული ორი ვორქშოფი ჩაუტარდათ:
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ პირადად ემუშავათ ტექნიკურ დეტალებზე და მრავალმხრივი ინფორმაცია მიეღოთ, როგორც კონკრეტული, ვორქშოფის თემების ირგვლივ, ასევე სასწავლო პროგრამების შესახებ. პროფესიული ორიენტაციის ტურის ფარგლებში, მე-11 და მე -12 კლასელები დეტალურად გაეცნენ უნივერსიტეტის პროგრამებს, შეთავაზებებს, გაცვლით პროგრამებს და უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის დეტალებს, პრაქტიკული მოდულების არსებობის შესაძლებლობებს.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტი საქართველოს უნივერსიტეტისა და კერძო სკოლა "მოძღვარის" თანამშრომლობით დაიგეგმა, რაც თავის მხრივ მოიცავს სიახლეების გაზიარებასა და შეთავაზებებს, საქართველოს უნივერსიტეტის პროექტების ფარგლებში, მაგალითად როგორიცაა UG NEXT.