11 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ცენტრის საჯარო ღონისძიება ”უფლებების რესპუბლიკა: 1918-1921”, აუდიო-ვიზუალურ მუზეუმ ”ჰოლოზეუმში” გაიმართა. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ციფრული გამოფენა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს მიეძღვნა.
ღონისძიება 2023 წლის ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს უნივერსიტეტმა კვირეულის დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა.
მომხსენებლები: კონსტანტინე თოფურია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი
ანა ხურციძე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი
ნინო ლომჯარია, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის
უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი
სალომე ჭანტურიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცოდნის გადაცემისა და
ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი