ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


27 July 2021
საქართველოს უნივერსიტეტი USAID საბაზისო განათლების პროგრამის მთავარი პარტნიორია

საქართველოს უნივერსიტეტი, როგორც მთავარი პარტნიორი, 2020 წლის იანვრიდან USAID საბაზისო განათლების პროგრამის განხორციელებაში ჩაერთო და მეორე წელია მუშაობს სამ რეგიონში - თბილისის, რაჭა-ლეჩხუმისა და შიდა ქართლის სკოლებში.  პროგრამის ფარგლებში უნივერსიტეტის ტრენერები ტრენინგებს უტარებენ 405 საჯარო სკოლის დირექტორს და 1208 მასწავლებელს. ტრენერთა ძლიერი გუნდი დაკომპლექტებულია როგორც USAID დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ტრენერებისაგან, ასევე საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისაგან.

 

წელს პირველად, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ჩატარდა, რომელმაც საქართველოს ყველა რეგიონში დაწყებითი განათლების მშობლიური ენისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინა. საქართველოს უნივერსიტეტმა, როგორც  USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მთავარმა პარტნიორმა კომპიუტერული ტექნიკით დააჯილდოვა თბილისის, რაჭა-ლეჩხუმისა და შიდა ქართლის მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები.

 

კონკურსის მიზანი იყო წარმოეჩინა და წაეხალისებინა მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ ახალბედა მასწავლებლები, და ამავდროულად, გაეზარდა საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი